ჯანდაცვა
ხელოვნური ინტელექტის რესურსები კლინიკური სამუშაო პროცესებისა და გადაწყვეტილებების მხარდაჭერისთვის.
ამ გვერდზე თავმოყრილია პრაქტიკული მაგალითები იმისა, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიური კლინიკური საქმიანობის მხარდაჭერა. ეს მოთხოვნები და გზამკვლევები თავდაჯერებულად წინსვლაში დაგეხმარებათ — იქნება ეს გამოყენების პირველი შესაძლებლობების შესწავლა თუ იმ გუნდების მხარდაჭერა, რომლებიც უკვე ნერგავენ ხელოვნურ ინტელექტს.
კლინიცისტები დიდ დროს უთმობენ მტკიცებულებების ძიებას, გაიდლაინების შეჯერებასა და მკურნალობის დოკუმენტირებას — დროს, რომელიც პაციენტებისთვის შეეძლოთ დაეთმოთ. ChatGPT ჯანდაცვის სექტორისთვის არის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისთვის შექმნილი უსაფრთხო სამუშაო სივრცე, რომელიც HIPAA-ს მოთხოვნების დაცვით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და პასუხებს სანდო სამედიცინო წყაროების მითითებით იძლევა.
ის დაგეხმარებათ კლინიკური დოკუმენტაციის პროექტების შედგენაში, სადაზღვევო წინასწარი ავტორიზაციის განაცხადების მომზადებასა და პაციენტის ინფორმაციის შეჯამებაში — ადმინისტრაციული დატვირთვის შესამცირებლად და პაციენტზე ზრუნვისთვის მეტი ყურადღების დასათმობად.
ქვემოთ მოცემული მოთხოვნის შაბლონები აჩვენებს, როგორ შეუძლიათ კლინიცისტებს გამოიყენონ ChatGPT ჯანდაცვის სექტორისთვის ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში.
გამოყენების შემთხვევა | მოთხოვნის მაგალითი | მოთხოვნის შაბლონი |
|---|---|---|
შესაბამისი დიაგნოსტიკური კვლევების შერჩევა | I am a hospitalist seeing a 62-year-old man with diabetes and chronic kidney disease who presents to the emergency department with fever, shortness of breath, and new confusion. Based on this presentation, outline a focused diagnostic workup and test selection, including labs, imaging, and microbiology, to evaluate for sepsis and possible pneumonia, and explain how the results would guide initial management in an acute care hospital setting. | ჩემი კლინიკური როლია [clinical role, e.g., hospitalist, emergency physician, ICU fellow, NP, PA]. ვუვლი [age] წლის [gender] პაციენტს, რომლის ანამნეზშიც აღინიშნება [key past medical conditions]. პაციენტმა მომართა [care setting, e.g., emergency department, ICU] შემდეგი ჩივილებით: [chief complaint(s)]; ასევე აღენიშნება [key acute symptoms or signs]. ამ კლინიკური სურათის საფუძველზე შეადგინეთ მიზნობრივი დიაგნოსტიკური გეგმა და შეარჩიეთ კვლევები შემდეგი მეთოდების გამოყენებით: [diagnostic methods, e.g., labs, imaging, microbiology]. შეაფასეთ [suspected condition(s), e.g., sepsis, pneumonia, PE, stroke] და ახსენით, როგორ განსაზღვრავს მიღებული შედეგები [initial management, triage, or treatment decisions], როცა კლინიკური გარემოა [clinical setting]. |
დიფერენციული დიაგნოზის განხილვა | I am a clinician conducting a routine clinical assessment of a 28-year-old woman presenting with unilateral knee discomfort, intermittent calf tightness, and chest wall soreness after recent prolonged travel and increased physical activity. Generate a prioritized differential diagnosis and explain how patellofemoral pain syndrome can be distinguished from muscle strain, costochondritis, and stress-related symptoms using history, physical examination, and basic diagnostic evaluation. | ჩემი კლინიკური როლია [clinical role, e.g., emergency physician, hospitalist, urgent care PA]. ვაფასებ [age] წლის [gender] პაციენტის მდგომარეობას. მთავარი ჩივილია [chief complaint], ხოლო ძირითადი სიმპტომები ან გასინჯვით გამოვლენილი ნიშნებია [key symptoms or exam findings]. სამედიცინო დახმარების გარემოა [care setting]. ამ კლინიკური სურათისთვის ჩამოაყალიბეთ დიფერენციული დიაგნოზი პრიორიტეტების მიხედვით. თითოეული დიაგნოზისთვის ახსენით, ანამნეზის, გასინჯვისა თუ საწყისი კვლევების რომელი მონაცემები უჭერს მას მხარს ან მეტყველებს მის წინააღმდეგ. შემდეგ ახსენით, როგორ განვასხვაოთ [primary suspected condition] შემდეგი ალტერნატიული დიაგნოზებისგან: [alternative diagnosis #1], [alternative diagnosis #2] და [alternative diagnosis #3], პაციენტთან უშუალო შეფასების, ლაბორატორიული და ვიზუალიზაციის კვლევების გამოყენებით. |
მართვის გეგმის შედგენა | I am a hospitalist managing a 74-year-old woman admitted with decompensated heart failure and worsening kidney function. Provide a problem-based assessment and plan covering volume management, medication adjustments, and discharge planning. | ჩემი კლინიკური როლია [clinical role, e.g., hospitalist, ICU attending, NP, PA]. ვმართავ [age] წლის [gender] პაციენტის მკურნალობას. ჰოსპიტალიზაციისას ძირითადი დიაგნოზია [primary diagnosis], ხოლო ძირითადი დამამძიმებელი პრობლემებია [key complicating problems]. შეადგინეთ პრობლემების მიხედვით სტრუქტურირებული შეფასება და გეგმა, რომელიც მოიცავს: თითოეული მიმდინარე პრობლემის პათოფიზიოლოგიურ საფუძველს კვლევებს, რომელთა შედეგებსაც დინამიკაში უნდა დავაკვირდეთ ან მოგვიანებით გადავამოწმოთ მკურნალობის გეგმას (მედიკამენტები, სითხეები, პროცედურები, მონიტორინგი) შემდგომი მოვლის ადგილის განსაზღვრასა და გაწერის დაგეგმვას ხაზი გაუსვით, როგორ მოქმედებს [comorbidity or complication] მართვის ტაქტიკაზე და რა შემთხვევაში გახდება საჭირო სამედიცინო დახმარების ინტენსივობის გაზრდა ან შემცირება. |
პაციენტის ვიზიტის დოკუმენტირება | I am a pediatrician seeing a 3-year-old boy with fever, cough, and wheezing. Write a concise but thorough clinical note for suspected viral bronchiolitis, including history, exam, assessment, and plan. Format it the way it would appear in a real chart. | ჩემი კლინიკური როლია [clinical role, e.g., pediatrician, family medicine physician, resident]. ვსინჯავ [age] წლის [gender] პაციენტს, რომლის მთავარი ჩივილია [chief complaint], ხოლო ძირითადი სიმპტომებია [key symptoms]. ვიზიტის ადგილია [clinic / ED / hospital]. შეადგინეთ მოკლე, მაგრამ ამომწურავი კლინიკური ჩანაწერი, რომელიც მოიცავს: მიმდინარე დაავადების ანამნეზს მნიშვნელოვან ცნობებს წარსული ანამნეზიდან და მიღებული მედიკამენტების შესახებ მიზნობრივ ფიზიკურ გასინჯვას შეფასებას დიფერენციული დიაგნოზით გეგმას (დიაგნოსტიკა, მკურნალობა და შემდგომი მეთვალყურეობა) გამოიყენეთ ფორმატი, რომლითაც ჩანაწერი რეალურ სამედიცინო ბარათში შეიტანებოდა. |
პაციენტის კონსულტირება და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა | I am an endocrinologist counseling a 60-year-old woman newly diagnosed with type 2 diabetes. Write patient-friendly after-visit instructions covering medications, diet, glucose monitoring, and when to seek care. | ჩემი კლინიკური როლია [clinical role, e.g., endocrinologist, primary care physician, nurse practitioner]. კონსულტაციას ვუწევ [age] წლის [gender] პაციენტს, რომლის დიაგნოზია [diagnosis]. მოამზადეთ ვიზიტის შემდგომი ინსტრუქციები პაციენტისთვის გასაგები ენით და ახსენით: რას ნიშნავს ეს დაავადება როგორ უნდა მიიღოს პაციენტმა [medications] ძირითადი რეკომენდაციები კვების, ცხოვრების წესისა და მონიტორინგის შესახებ საგანგაშო სიმპტომები, რომელთა დროსაც საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გამოიყენეთ მკაფიო ენა, სპეციალური ტერმინების გარეშე, პაციენტისთვის, რომლის ჯანმრთელობის საკითხებში ცოდნის დონეა [health-literacy level]. |
მოვლის უსაფრთხო გადაბარება | I am a hospital discharge planner coordinating care for a 72-year-old woman recovering from a hip fracture. Outline how you would communicate key issues to home health, physical therapy, and the primary care physician. | ჩემი კლინიკური როლია [clinical role, e.g., hospital discharge planner, hospitalist, case manager]. კოორდინაციას ვუწევ [age] წლის [gender] პაციენტის მოვლას, რომელიც იწერება შემდეგი ჰოსპიტალიზაციის ან მდგომარეობის შემდეგ: [hospitalization or condition]. ჩამოაყალიბეთ ძირითადი ინფორმაცია, რომელიც უნდა გადაეცეს შემდეგ პირებსა თუ სამსახურებს: [receiving provider, e.g., primary care physician] [home health or rehab service] [specialist, if applicable] მიუთითეთ მიმდინარე პრობლემები, მედიკამენტები, კვლევები, რომელთა პასუხებიც ჯერ არ არის მიღებული, ფუნქციური მდგომარეობა და შემდგომი მეთვალყურეობის საჭიროებები. ინფორმაცია გადაბარებისთვის განკუთვნილი მკაფიო შეჯამების სახით წარმოადგინეთ. |
მტკიცებულებებთან შესაბამისობის შემოწმება | I am a cardiologist reviewing care for a 65-year-old man with new-onset atrial fibrillation. Summarize the current guideline-based recommendations for anticoagulation, rate versus rhythm control, and stroke prevention as they apply to this patient. | ჩემი კლინიკური როლია [clinical role, e.g., cardiologist, pulmonologist, hospitalist]. განვიხილავ [age] წლის [gender] პაციენტის მკურნალობას. მისი ძირითადი მდგომარეობაა [condition], ხოლო მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებებია [key comorbidities]. შეაჯამეთ მოქმედ გაიდლაინებზე დაფუძნებული რეკომენდაციები შემდეგ საკითხებზე: დიაგნოსტიკა და რისკის სტრატიფიკაცია პირველი და მეორე ხაზის მკურნალობა გართულებების პრევენცია შემდეგ ახსენით, როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს გაიდლაინები ამ კონკრეტული პაციენტისთვის, შემდეგი რისკფაქტორებისა თუ შეზღუდვების გათვალისწინებით: [relevant risk factors or constraints]. |
კლინიკური წყაროების მოძიება და გამოყენება | I am a neurologist following a 79-year-old patient who had an ischemic stroke 2 years ago with minimal residual deficits. At his most recent visit, he reported memory decline, including losing his phone, and has become more irritable. His functional status in daily activities is mostly preserved. Should these symptoms raise suspicion for dementia, or are they more consistent with normal age-related cognitive changes? Provide a differential diagnosis and explain why it’s likely or not. | ჩემი კლინიკური როლი ან სპეციალობაა [clinical role/specialty, e.g., neurologist, geriatrician, PCP]. მეთვალყურეობას ვუწევ [age] წლის [gender] პაციენტს, რომელსაც აღენიშნა [index neurologic event/condition, e.g., ischemic stroke/TIA/ICH]. მას შემდეგ გასული დროა [timeframe, e.g., 2 years], ხოლო ნარჩენი დარღვევების ხარისხია [degree of residual deficits, e.g., minimal residual deficits / moderate aphasia / mild hemiparesis]. ბოლო ვიზიტზე (კუთვნილებითი ნაცვალსახელი: [his/her/their]) პაციენტმა (ნაცვალსახელი: [he/she/they]) აღნიშნა [cognitive concern, e.g., memory decline], მათ შორის [example, e.g., losing phone/missed appointments/repeating questions]. ასევე გამოვლინდა ქცევის ან განწყობის ცვლილება: [behavior or mood change, e.g., more irritable / apathetic / anxious]. პაციენტის (კუთვნილებითი ნაცვალსახელი: [His/her/their]) ფუნქციური მდგომარეობა ყოველდღიურ საქმიანობაში არის [mostly preserved / mildly impaired / declining]. უნდა აჩენდეს თუ არა ეს სიმპტომები ეჭვს შემდეგ მდგომარეობაზე: [condition, e.g., dementia / vascular cognitive impairment / Alzheimer’s disease], თუ ისინი უფრო შეესაბამება [normal age-related cognitive changes]? ჩამოაყალიბეთ დიფერენციული დიაგნოზი და ახსენით, რატომ არის თითოეული დიაგნოზი სავარაუდო ან ნაკლებად სავარაუდო. |
თქვენი ორგანიზაციის წესებით მკურნალობის წარმართვა | Summarize the recommended initial evaluation for new cognitive concerns in an older adult with prior ischemic stroke. Use our organization’s approved pathway if available and link to the relevant sections. Include key red flags, the focused history/exam (including collateral and meds), recommended screening tool(s), baseline labs, and when imaging is indicated. | შეაჯამეთ რეკომენდებული საწყისი შეფასება შემდეგი კლინიკური პრობლემისთვის: [clinical problem, e.g., new cognitive concerns / new weakness / unexplained weight loss], [age] წლის [gender] პაციენტში, რომლის ანამნეზშიც აღინიშნება [relevant history, e.g., prior ischemic stroke, heart failure, diabetes]. თუ ხელმისაწვდომია, გამოიყენეთ ჩვენი ორგანიზაციის [approved pathway / local guideline / service-line protocol] და დაურთეთ შესაბამისი განყოფილების ან დოკუმენტის ბმული. მიუთითეთ ძირითადი საგანგაშო ნიშნები, მიზნობრივი ანამნეზი და გასინჯვა (მათ შორის [collateral sources, meds, or risk factors]), რეკომენდებული სკრინინგის ინსტრუმენტები, საწყისი ლაბორატორიული კვლევები და ვიზუალიზაციის [or specialist referral] ჩვენებები. |


