OpenAI
ვებინარი

შემოგვიერთდით 29 ოქტომბერს, 10:00 საათზე (PDT) და გაეცანით პრაქტიკულ გზებს, თუ როგორ გეხმარებათ ბიზნესთან იურიდიული საქმიანობის დაკავშირებაში ChatGPT Work რეჟიმი, იურიდიული პლაგინები და Astra for Law.

დარეგისტრირდით ახლავე(იხსნება ახალ ფანჯარაში)

ერთიანი ანალიტიკური შესაძლებლობები ამბიციური იურიდიული გუნდებისთვის

ChatGPT Work რეჟიმი სანდო იურიდიულ ხელსაწყოებს ბიზნესკონტექსტთან აერთიანებს, რათა სრული სურათი დაინახოთ, პრიორიტეტები თავდაჯერებულად განსაზღვროთ და ბიზნესის საჭიროებებს წინასწარ უპასუხოთ.

კომპანიების ინოვაციური იურიდიული გუნდები, რომლებიც ChatGPT-ს იყენებენ

მიეცით იურიდიულ გუნდს ბიზნესკონტექსტის სრული სურათი.

იურიდიულ შეკითხვებს იშვიათად ახლავს სრული ინფორმაცია. ChatGPT Work აერთიანებს მოთხოვნასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, დოკუმენტებს, საუბრებსა და ბიზნესკონტექსტს, რათა მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ ყურადღება და შემდგომი ნაბიჯები განსაზღვროთ.

ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია პლაგინზე, გეგმაზე, რეგიონსა და სამუშაო სივრცის პარამეტრებზე. ზოგიერთი პლაგინი საჭიროებს ცალკე ანგარიშს ან ლიცენზიას და ადმინისტრატორის მიერ გამართვას. დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომა კვლავ თქვენი ანგარიშის ნებართვებით განისაზღვრება.

იურიდიული ანალიტიკა, რომელიც ბიზნესს წინსვლაში ეხმარება

აუწყვეთ ფეხი ბიზნესს

დაეხმარეთ ბიზნესს შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში. გააერთიანეთ იურიდიული და კომერციული კონტექსტი, რათა ნათელი მოჰფინოთ ღია საკითხებს და განსაზღვროთ გარიგებების, ხელშეკრულებების განახლებებისა და პროექტების წინსვლის გზა.

ChatGPT-ს პრომპტი, რომელიც Acme-ს გარიგებას Salesforce-ის, Ironclad-ის, Outlook-ისა და Slack-ის მონაცემებზე დაყრდნობით განიხილავს.

ფართოდ დანერგეთ პოლიტიკები და სამოქმედო სახელმძღვანელოები და უზრუნველყავით მათი დაცვა

აქციეთ კომპანიის პოლიტიკები და სამოქმედო სახელმძღვანელოები პრაქტიკულ რეკომენდაციებად იმ გუნდებისთვის, რომლებიც ყოველდღე იღებენ გადაწყვეტილებებს.

ChatGPT-ს პრომპტი, რომელიც SharePoint-ის პოლიტიკებსა და Box-ში არსებულ მომწოდებლებთან მუშაობის სახელმძღვანელოს იყენებს, რათა Teams-ში გასცეს რეკომენდაციები შესყიდვების დამტკიცებისა და საკითხების იურიდიულ გუნდთან გადამისამართების შესახებ.

ნაკლები რუტინა. მეტი სტრატეგიული საქმე.

გამოიყენეთ ChatGPT ინფორმაციის შესაგროვებლად და საწყისი ანალიზის მოსამზადებლად, რათა იურიდიულ გუნდს მეტი დრო დარჩეს რთული საკითხებისთვის, სტრატეგიული რჩევებისა და მნიშვნელოვანი პროფესიული შეფასებებისთვის.

ChatGPT-ს პრომპტი, რომელიც Compliance Horizon Scanner-ით გამოვლენილ ცვლილებებს ადარებს SharePoint-ში შენახულ შიდა პოლიტიკის დოკუმენტებსა და Google Drive-ში შენახულ პროდუქტის გეგმებს.

მიიღეთ საჭირო კონტექსტი პირდაპირ ChatGPT-ში

გარიგებების მხარდაჭერა გაყიდვებში

შეიტანეთ CRM-ში არსებული პოტენციური გარიგების კონტექსტი იურიდიული გუნდისთვის განკუთვნილ მოკლე მიმოხილვაში. გაეცანით ბიზნესის საჭიროებას, ვადებს, დაინტერესებულ მხარეებსა და დაფიქსირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებს, რათა იურიდიული გუნდი გაყიდვების გუნდს გარიგების წინსვლაში დაეხმაროს.

Salesforce-ში არსებული ჩანაწერის გამოყენებით მოამზადე Acme-სთან პოტენციური გარიგების მოკლე მიმოხილვა იურიდიული გუნდისთვის. მოკლედ ჩამოაყალიბე ინფორმაცია ბიზნესმოთხოვნის, გარიგების ეტაპის, დასრულების დაგეგმილი თარიღის, დაინტერესებული მხარეებისა და ყველა დაფიქსირებული სახელშეკრულებო მოთხოვნისა თუ დაბრკოლების შესახებ. მიუთითე ხელმისაწვდომი ინფორმაციის წყაროები, გამოყავი ნაკლული ფაქტები და ჩამოაყალიბე შეკითხვები და შემდგომი ნაბიჯები იურიდიული გუნდისა და გარიგებაზე პასუხისმგებელი პირისთვის.

სცადეთ ChatGPT Work-ში

გაიცანით Astra for Law

GPT‑6 Astra-ზე აგებული და პროფესიულ იურიდიულ საქმიანობაზე მორგებული Astra for Law აერთიანებს აშშ-ის სპეციალიზებულ იურიდიულ საძიებო ინდექსსა და იურიდიული ანალიზისა და ტექსტების შედგენის ინსტრუქციებს. გამოიყენეთ ის სამართლებრივი საკითხების შესასწავლად, არგუმენტებისა და გარიგების პირობების შესამუშავებლად და შესაძლო საწინააღმდეგო მოსაზრებების გასათვალისწინებლად.

Astra for Law თქვენი გუნდისთვის ხელმისაწვდომი რომ გახდეს, დაუკავშირდით გაყიდვების გუნდს. საჭიროა შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება, სანდო წვდომის პროგრამის (Trusted Access) ფარგლებში დამტკიცება და სამუშაო სივრცეში ფუნქციის ჩართვა.

შეთავაზების „Astra იურიდიული ორგანიზაციებისთვის“ სარეკლამო გამოსახულება, რომელზეც მის გარშემო ნაჩვენებია ხელსაწყოები, ინსტრუქციები და პარამეტრები.

მომხმარებელთა შეფასებები

1/4
“ხელოვნური ინტელექტი საშუალებას გვაძლევს, მეტი საქმე უფრო სწრაფად შევასრულოთ. სამართლებრივი განსჯა კი კვლავ ადამიანის საქმეა.”
—დევიდ მაკატი, უფროსი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი იურიდიული მრჩეველი, AT&T

იურიდიული რესურსები

მომხმარებელთა ისტორიები, პრაქტიკული რეკომენდაციები და რესურსები იურიდიულ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით დასანერგად.

დაეხმარეთ თქვენს ბიზნესს შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში.

გააერთიანეთ კომპანიის ცოდნა და ხელსაწყოები ChatGPT Work-ში, რათა იურიდიულ გუნდს ბიზნესის უფრო მკაფიო სურათი და მისი წინსვლის მეტი შესაძლებლობა მიეცეს.

მიიღეთ OpenAI-ის სიახლეები ბიზნესისთვის

პროდუქტის სიახლეები, პრაქტიკული გზამკვლევები, დაგეგმილი ღონისძიებები და სხვა.

გამოწერით ეთანხმებით OpenAI-ისგან ელწერილების მიღებას. გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. წაიკითხეთ ჩვენი კონფიდენციალურობის წესები⁠.