20 000-ზე მეტი ვეტერანი ChatGPT Plus-ზე უფასოდ დარეგისტრირდა
გასული წლის განმავლობაში სამოქალაქო ცხოვრებაზე გადასვლის პროცესში მყოფმა 20 000-ზე მეტმა სამხედრომ და ვეტერანმა ისარგებლა OpenAI-ის შეთავაზებით და მიიღო ChatGPT Plus-ზე უფასო წლიური წვდომა. ვეტერანთა დღის მოახლოებასთან ერთად, ეს შედეგი გვაძლევს საშუალებას, ვნახოთ, როგორ იყენებენ ვეტერანები ხელოვნურ ინტელექტს სამოქალაქო კარიერისთვის მოსამზადებლად და საკუთარი თუ ოჯახის მომავლის დასაგეგმად.
ინიციატივა OpenAI-ში მომუშავე ვეტერანებისგან წამოვიდა — ადამიანებისგან, რომლებიც ამ ინსტრუმენტებს ყოველდღე იყენებენ და საკუთარი გამოცდილებით იციან, რამდენად რთული შეიძლება იყოს სამოქალაქო ცხოვრებაზე გადასვლა. უფასო წვდომის შეთავაზების გარდა, OpenAI Academy-მ და ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა სამხედრო თემის თითქმის 1 000 წევრისთვის ათზე მეტი ტრენინგი გამართეს. წლის ბოლომდე კიდევ შვიდია დაგეგმილი(იხსნება ახალ ფანჯარაში).
სამხედრო სამსახურის დატოვება ხშირად უცნობ შრომის ბაზარზე გასვლას ნიშნავს. ამ დროს გასარკვევია ისიც, თუ როგორ შეიძლება სამსახურის წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების სამოქალაქო საქმიანობაში გამოყენება. ბევრი ვეტერანი ChatGPT‑ს მიმართავს სამსახურის ძიების დასაგეგმად, გასაუბრებებში სავარჯიშოდ და ისეთი გზების შესასწავლად, რომლებზეც მანამდე არ უფიქრია.
საჰაერო ძალების ვეტერანმა ტილაკ ბჰატნაგარმა(იხსნება ახალ ფანჯარაში) უფასო წლიური წვდომა ათიოდე გასაუბრებისთვის მოსამზადებლად გამოიყენა. ის ეძებდა შესაფერის სიტყვებს სამოქალაქო დამსაქმებლებისთვის თავისი სამხედრო გამოცდილების აღსაწერად და სამუშაო შეთავაზებებს ადარებდა. ამ საუბრებმა ისიც გაარკვევინა, თუ სინამდვილეში როგორი ცხოვრება სურდა სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ.
საბოლოოდ, მან ტექნოლოგიურ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. ყველაზე მეტად იმას აფასებდა, რომ შეეძლო საუბარი იქიდან გაეგრძელებინა, სადაც შეჩერდა — დაბრუნებოდა იმავე მიმოწერას საკუთარ გამოცდილებაზე, მიზნებსა და შეზღუდვებზე. როგორც თავად თქვა, „ყოველი საუბარი წინას ეფუძნებოდა“.
სადარიან ბელმა(იხსნება ახალ ფანჯარაში), რომელიც ასევე საჰაერო ძალების ვეტერანია, დაგეგმვა სამსახურის დატოვებამდე წელიწადზე მეტი ხნით ადრე დაიწყო. მან ChatGPT სამოქალაქო ცხოვრებაზე გადასვლის დასაგეგმად და სამხედრო მედიცინაში თითქმის ათწლიანი გამოცდილების სამოქალაქო რეზიუმეში ასასახად გამოიყენა.
გასაუბრებებისთვის მოსამზადებლად ის ChatGPT‑ის ხმოვანი რეჟიმით ხმამაღლა ვარჯიშობდა. კითხვებს სათითაოდ ამუშავებდა, სანამ პასუხები ბუნებრივად არ აჟღერდებოდა. „ის მართლაც ჩემი კარიერული მრჩეველი გახდა“, — თქვა სადარიანმა. ამასთან, მან ისიც ისწავლა, როგორ მიმხვდარიყო, როდის ჰქონდა უკვე საკმარისი დახმარება მიღებული და შეეძლო საკუთარ განსჯას დაყრდნობოდა.
საზღვაო ძალების ვეტერანისთვის, კელი რამირესისთვის(იხსნება ახალ ფანჯარაში), სამოქალაქო ცხოვრებაზე გადასვლა დიდი ხნის ოცნების ასრულების შესაძლებლობად იქცა: გამხდარიყო ავტორი და საკუთარი წიგნი გამოეცა. წერის უნარის დასახვეწად მას უკვე გადახდილი ჰქონდა წიგნის წერის კურსის საფასური, ხოლო ChatGPT ცოდნის დანაკლისის შევსებაში დაეხმარა. „ChatGPT დამეხმარა იდეების დალაგებაში, გამოცემის შესახებ კითხვებზე პასუხების მიღებასა და Amazon Kindle Direct Publishing-ზე გამოქვეყნების პროცესის გავლაში“, — თქვა მან.
მას შემდეგ კელიმ ორი წიგნი გამოსცა. მისი თქმით, ისინი „ასახავს ჩემს სურვილს, დავეხმარო ქალებს, ტექნოლოგიებთან ურთიერთობისას თავდაჯერებული იყვნენ, ხოლო მათ, ვინც ჩემს ქრისტიანულ რწმენას იზიარებს — ამ რწმენაზე დაფუძნებული სიბრძნითაც იხელმძღვანელონ“.
ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება თავიდან ყველას არ უადვილდება. ამიტომ OpenAI Academy ვეტერანებს, სამოქალაქო ცხოვრებაზე გადასვლის პროცესში მყოფ სამხედროებსა და სამხედროების მეუღლეებს სთავაზობს სასწავლო სივრცეს იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც მათი გამოცდილება ესმით.
OpenAI-მ ახლახან დაასრულა Veterans Forge(იხსნება ახალ ფანჯარაში)-თან ერთად გამართული Academy-ის პირველი ექვსი ღონისძიებისგან შემდგარი ციკლი. მისი მიზანი იყო, ვეტერანებსა და სამხედროების ოჯახებს ChatGPT‑ის გამოყენებით საკუთარი მიზნებისკენ სვლაში დახმარებოდა. ეს საპილოტე პროგრამა და AI Collective Hampton Roads-სა და NPower-თან ერთად გამართული ვორკშოპები გვეხმარება განვსაზღვროთ, რას შევთავაზებთ ვეტერანებს მომავალში.
ვირჯინიის შტატში, რესტონში გამართულ ერთ-ერთ ვორკშოპზე(იხსნება ახალ ფანჯარაში), თითქმის 100 ვეტერანმა და მოქმედმა სამხედრომ(იხსნება ახალ ფანჯარაში) ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულად გამოყენების გზები შეისწავლა. მონაწილე რაიან კაონო-ვედემაიერმა(იხსნება ახალ ფანჯარაში) ისწავლა, რომ ჯერ დეტალურად უნდა აღეწერა თავისი სამხედრო გამოცდილება, შემდეგ კი ხელოვნური ინტელექტისთვის ეთხოვა დახმარება ამ აღწერის სამოქალაქო რეზიუმედ ჩამოყალიბებაში.
ინსტრუქტორი ერინ მარი(იხსნება ახალ ფანჯარაში) მონაწილეებს სამოქალაქო ცხოვრებაზე გადასვლაში დამხმარე, საკუთარ საჭიროებებზე მორგებული GPT‑ების შექმნაში ეხმარებოდა. მან დაინახა, როგორ დაიწყეს თავდაპირველად სკეპტიკურად განწყობილმა ადამიანებმა იმ გზების პოვნა, რომლებითაც ეს ინსტრუმენტები მათ რეალურად დაეხმარებოდა.
კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, American Legion-ის ეროვნულ ყრილობაზე, ორგანიზაციის 80-ზე მეტი წევრი(იხსნება ახალ ფანჯარაში) ხელოვნური ინტელექტის სამ სასწავლო სესიას დაესწრო. მათთვის, ვინც ღონისძიებაზე დასწრებას ვერ ახერხებს, ჩვენი ვეტერანებისთვის განკუთვნილი ონლაინკოლექცია(იხსნება ახალ ფანჯარაში) და 100 ჩატი ვეტერანებისთვის(იხსნება ახალ ფანჯარაში) დამოუკიდებლად გამოსაცდელ მაგალითებს გვთავაზობს.
წლის ბოლომდე ამ საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ:
12 ნოემბერი: NPower-ის ღონისძიება სენტ-ლუისში(იხსნება ახალ ფანჯარაში)
14 ნოემბერი: ღონისძიება ნეშვილში Veterans Forge-სა და Wounded Warrior Project-თან ერთად(იხსნება ახალ ფანჯარაში)
17 ნოემბერი: 30-წუთიანი ვირტუალური სესია(იხსნება ახალ ფანჯარაში)
19 ნოემბერი: NPower-ის ღონისძიება დალასში(იხსნება ახალ ფანჯარაში)
21 ნოემბერი: NPower-ის ღონისძიება სან-ანტონიოში(იხსნება ახალ ფანჯარაში)
ჩვენი მიზანია, ვეტერანებსა და სამხედროების ოჯახებს დავეხმაროთ, სამსახურის პერიოდში შეძენილი უნარები ნებისმიერ საქმიანობაში გამოიყენონ, რომელსაც მომავალში აირჩევენ. მადლობას ვუხდით ID.me(იხსნება ახალ ფანჯარაში)-ს, რომელიც სამხედროებსა და ვეტერანებს უფასო წლიური წვდომის მიღებაში ეხმარება, და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც ეს ღონისძიებები ტარდება.
ვეტერანთა დღეს OpenAI მადლობას უხდის ვეტერანებს სამსახურისთვის და თავიანთი თემების ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის.


